ომარ ბაბილოძე

 

ომარ ბაბილოძე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ პროექტების განვითარების სპეციალისტის პოზიციას იკავებს 2019 წლის 31 დეკემბრიდან.

ის 2015-2019 წლებში იკავებდა პროექტების განვითარების მენეჯერის პოზიციას. 2014-2015 წლებში სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ იკავებდა პროექტის მენეჯერის პოზიციას. ამავე ფონდში 2013-2014 წლებში იკავებდა უმცროსი ექსპერტის პოზიციას.

2013 წლის მაისიდან პირველ აგვისტომდე იყო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ სპეციალისტი.

ომარ ბაბილოძემ 2011 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო ჰიდროინჟინერიის მაგისტრის ხარისხი, მან 2009 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მიიღო ჰიდროტექნიკური მშენებლობის მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხი.