ზურა გაბუნია

 

ზურა გაბუნიას ამჟამად უკავია ოპერაციების მენეჯერის თანამდებობა სს ‘’საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში’’.

იგი უზრუნველყოფს ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებას მიმდინარე პროექტების მიმართულებით, მათი მიზნების უფრო ეფექტურად მისაღწევად. იგი მონაწილეობს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით პროექტების განხორციელების განმავლობაში ოპერაციების მართვასა და მათ განხორციელებაში, გამოვლენილი პროექტების რენტაბელურობის შეფასებაში, პროექტებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და კომუნიკაციაში, არსებული პროექტების მხარეებთან.

2017-2018 წლებში ზურა იყო ოპერაციების სპეციალისტი ‘’ენგურის ტურისტულ ცენტრში’’, სადაც მან აწარმოა კვლევა ენგურის ტურისტული ცენტრისთვის მარკეტინგული სტრატეგიის შესამუშავებლად მისი უკეთ პოზიციონირებისთვის, იგი უზრუნველყოფდა პროექტის მიმდინარე ოპერაციების განხორციელებას და მათ გამართულობას, პროექტის მიზნების მაღალი ხარისხით შესასრულებლად.

2016 წელს, მან საფრანგეთში გაიარა სტაჟირება კონდიცირების სისტემების მწარმოებელ ფრანგულ კომპანია ‘’ალდეს’’-ში, სადაც აწარმოებდა ბაზრის კვლევას და მასზე შეღწევის სტრატეგიის შემუშავებას საერთშორისო ბიზნესის მიმართულებით.

2016 წელს ზურა გაბუნიამ დაამთავრა კლერმონ-ფერანის მენეჯმენტის უმაღლესი სკოლა მაგისტრის ხარისხით, საერთაშორისო პროექტების მართვის სპეციალიზაციით.

2015 წელს, მან მიიღო მონაწილეობა ხარისხის სრული მართვის პროექტში ‘’საქართველოს ელექტროსისტემისთვის’’.

2015 წელს მან დაამთავრა კავკასიის ბიზნესის სკოლა ბაკალავრის ხარისხით ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ოპერაციებისა და სტრატეგიის მართვის სპეციალიზაციით.

ზურა გაბუნია ფლობს პროექტის მართვის სხვადასხვა უნარებს, როგორებიცაა პროექტის რენტაბელურობის შეფასება და დადგენა, ხარისხის მართვა, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და მართვა, საერთაშორისო ბიზნესი, ლოჯისტიკა და საოფისე პროგრამები (Word, Excel, Power point and Project).

ზურას აღებული აქვს შემდეგი სერთიფიკატები სემინარებში: ბიზნეს მოლაპარაკებების წარმოება, ანტერპრენიურობა, ფინანსური დოკუმენტების ანალიზი, მარკეტინგი და ბრენდინგი. ის ფლობს ინგლისურ (TOEFL 102), რუსულ და ფრანგულ (B2) ენებს.