ხატია ოზბეთელაშვილი

 

ხატია ოზბეთელაშვილი სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ შემოუერთდა 2020 წელს. მას ამჟამად უკავია საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეცილისტის თანამდებობა.

2014-2020 წლებში მუშაობდა სსიპ „შსს მომსახურების სააგენტოს“ სარეგისტრაციო სამსახურში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.

ხატია ოზბეთელაშვილი ფლობს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. ასევე ფლობს პროფესიულ სერთიფიკატებს: საზოგადოებასთან ურთიერთობის, ადამიანური რესურსების მართვის, ოფის-მენეჯმენტის განხრით.

მას გავლილი აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ ორგანიზებული ტრენინგები- „სერვის პლიუსი“ და „ეფექტიანი მომსახურება“.
გარდა მშობლიური ქართულისა, ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.