ანუკი ბატიაშვილი

 

ანუკი ბატიაშვილი სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ დირექტორის მრჩეველის პოზიციაზე 2018 წლის ნოემბრიდან მუშაობს. ფონდში გადმოსვლამდე 2018 წლის განმავლობაში ასრულებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, ხოლო 2014-2017 წლებში იკავებდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მრჩევლის, ხოლო შემდგომში იგივე დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას.

2012 – 2014 წლებში იყო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი.

მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში. 2008-2010 წლებში სწავლობდა ტალინის უნივერსიტეტსა (ესტონეთი) და ტამპერეს უნივერსიტეტებში (ფინეთი), ფლობს მაგისტრის ხარისხს ევროინტეგრაციის სფეროში, ევროპული კვლევები: მმართველობა და პოლიტიკა.

გავლილი აქვს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ევროპის კოლეჯის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსი - აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების პოლიტიკის მრჩევლებისთვის (ვარშავა, პოლონეთი), ასევე სიგნაპურის მდგრადი ენერგეტიკის ასოციაციის მიერ ჩატარებული ტრეინინგები - ელექტროენერგეტიკული ბაზრების განვითარების შესახებ (ასტანა, ყაზახეთი), ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატის და ნორვეგიის ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ჰიდროენერგეტიკის ეკონომიკის და ჰიდროენერგეტიკის განვითარების და მენეჯმენტის სასწავლო კურსები, საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული კურსი ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების შესახებ და სხვა.ანუკი ბატიაშვილი ასევე არის საერთაშოროსო ენერგეტიკული ქარტიაში საქართველოს წარმომადგენელი და საიმპლემენტაციო, სტრატეგიული, წესდების მოდერნიზაციის და მმართველობით საკითხებზე არსებული სამუშაო ჯგუფების წევრი.

ფლობს ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს.