ჯუბო ტურაშვილი

 

ჯუბო ტურაშვილს 2020 წლის იანვრიდან უკავია სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოზიცია, ხოლო მანამდე ეკავა შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ და შპს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ მთავარი იურისტის პოზიცია.

ჯუბო ტურაშვილმა 2010-2011 წლებში, ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (CSL) – ბაკალავრიატის ფაკულტეტზე, ხოლო 2012-2013 წლებში, სწავლა განაგრძო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სამართლის ფაკულტეტზე, სადაც მიიღო სამართლის ბაკალავრის ხარისხი.

საქართველოში, სამართლის ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდგომ, 2015-2016 წლებში სწავლა განაგრძო ლიტვის სახელმწიფოში, ქალაქ ვილნიუსში, სადაც, Mykolas Romeris University (MRU) - ში, ინტენსიური სწავლების შედეგად მიიღო „ევროპული და საერთაშორისო ბიზნეს სამართლის“ მაგისტრის ხარისხი.

ლიტვაში სწავლის დასრულების შემდგომ, 2016-2017 წლებში სწავლა განაგრძო საფრანგეთში, ქალაქ ჩემბერში, სადაც University Savoie Mont Blanc-ში სწავლის შედეგად მიიღო მეორე მაგისტრის ხარისხი „ევროპულ და საერთაშორისო ბიზნეს სამართალში“.
მეორე მაგისტრის ხარისხის მიღების შემდგომ, სწავლა განაგრძო სწავლების მესამე საფეხურზე და 2018 წლის სექტემბრის თვიდან არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
2019 წლის 10 ივლისიდან უკავია შპს „რუისის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიცია.

პარალელურად, ჯუბო ტურაშვილი არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

იგი ასევე არის „ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა - ასოციაციის წევრი.

ჯუბო ტურაშვილი ფლობს ინგლისურ ენას.