ირაკლი ოყროშიძე

 

ირაკლი ოყროშიძე სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ის ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე 2020 წლის იანვრიდან მუშაობს,2016 წლის დასაწყისიდან 2020 წლის იანვრამდე მუშაობდა პროექტების განვითარების და მართვის მენეჯერის პოზიციაზე. 2018-2020 წლებში მუშაობდა კომპანია შპს „თბილისი ენერჯი“-ში დირექტორად კომერციული და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში. სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ში მუშაობის დაწყებამდე ის იკავებდა სს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“–ში კომერციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას და ამავდროულად იყო სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული ტექნიკური კომიტეტის წევრი. მონაწილეობდა INOGATE-ს მიერ განხორციელებულ ენერგო პროექტებში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში.
დანერგილი აქვს საწარმოო პროცესების ავტომატიზაციასთან დაკავშირებული მრავალი პროექტი. ერთ–ერთი ასეთ პროექტს წარმოადგენს შპს სს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“–ში დანერგილი მაგისტრალური გაზსადენის მონიტორინგის და მართვის ელექტრონული სისტემა, რომელიც იმ დროს უნიკალური იყო ამიერკავკასიის რეგიონში. აღნიშნული პროექტის შესახებ გამოქვეყნებულია სტატია უკრტრანსგაზის მიერ გამოვემულ 2014 წლის №3 ჟურნალ „ტრუბოპროვოდნი ტრანსპორტ“ – ში.
აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ის პროექტებში : შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“–ს მშენებლობა, მზის ელექტროსადგურთან და მცირე ჰესებთან დაკავშირებულ კვლევით სამუშაოებში.
დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.