გიორგი ჩაკვეტაძე

 

გიორგი ჩაკვეტაძე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ უფროგიორგი ჩაკვეტაძე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ უფროსი იურისტის პოზიციაზე 2015 წლიდან მუშაობს. ამავდროულად მუშაობს შპს „ბორჯომჰესის“ იურისტის პოზიციაზე. სხვადასხვა პერიოდში გიორგის სს „ნამახვანისა“ და სს „საქართველოს მზის კომპანიის“ იურისტის პოზიცია ეკავა. ამასთან იურიდიულ მომსახურებას უწევდა სხვადასხვა კომპანიებს: შპს „მგ4 იტალიანა კოსტრუციონი“, შპს „კაპიტალ დეველოფმენთი“, შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანია“, შპს „ოსტატი“. 2010-2013 წლებში იყო შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ იურისტი.

ჩაბარებული აქვს ადვოკატთა და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდები. გიორგი ჩაკვეტაძეს აქვს გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბაკალავრისა და სამოქალაქო სამართლის მაგისტრის ხარისხი.
გარდა მშობლიური ქართულისა, გიორგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.