მარიამ თურნავა

 

მარიამ თურნავა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ დირექტორის მრჩეველის პოზიციაზე 2020 წლის სექტემბრიდან მუშაობს.

ფონდში გადმოსვლამდე, 2015 წლიდან 2019 წლამდე იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2010-2015 წლებში იყო საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია „InterPort“-ის დირექტორი.

2008 წელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი.

2009 -2010 წლებში სწავლობდა ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში, ქ. ბლაგოევგრადში, რომლის დასრულების შემდეგ მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების ხარისხი.

2019 წლიდან სწავლობდა დიდი ბრიტანეთის ჩიჩესტერის უნივერსიტეტის (University of Chichester) და იტალიის ეკონომიკის ევროპული სკოლის (European School of Economics) ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, რომელიც წარმატებით დაასრულა 2021 წელს.

ფლობს ინგლისურ, იტალიურ, გერმანულ და რუსულ ენებს, რასაც ადასტურებს მის მიერ მიღებული სერტიფიკატები:
- გერმანული ენის B2 დონის სერტიფიკატი, გაცემული გოეთეს ინსტიტუტის მიერ 2008 წელს;
- ADVANCED ENGLISH ინგლისური ენის სერტიფიკატი, გაცემული ჰემფსთიდის ინგლისური ენის სკოლის (Hampstead School of English) მიერ გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში, 2007 წელს;
- PBT TOEFL PAPER BASED, გაცემული ფონდის „საერთაშორისო განათლების ცენტრი“ მიერ 2007 წელს;
- SAT - გაცემული ფონდის „საერთაშორისო განათლების ცენტრი“ მიერ 2007 წელს;
- UPPER INTERMEDIATE გერმანული ენის სერტიფიკატი, გაცემული ფრაიბურგის გერმანული ენის სკოლის მიერ (Freiburg German Language School), გერმანიაში, ქ. ფრაიბურგში, 2003 წელს.