ნუგზარ ხაინდრავა

ნუგზარ ხაინდრავა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ 2014 წლიდან მუშაობს. მას ჯერ ეკავა ფინანსური ანალიტიკოსის პოზიცია, 2015 წლიდან იკავებდა ფონდის პორტფელიო მენეჯერის პოზიციას. ამჟამად კი გახლავთ ფონდის პროექტების მართვის დირექტორი.

მას ასევე უკავია დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიცია სხვადასხვა ენერგეტიკულ კომპანიებში. მათ შორისაა: სს „ჩალიკ ჯორჯია ვინდი“, შპს „ახალსოფელი ჰესი“, შპს „ყვირილა ჰესი“, შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“ და შპს „ენგურის ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგური“

2013-2014 წლებში იგი გახლდათ შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“ -ს (პეპსიკო) M&W KPI სპეციალისტი. 2012-2013 წლებში მუშაობდა შპს „ ქართულ სადისტრიბუციო მარკეტინგულ კომპანიის“ მარკეტინგის ასისტენტის და ანგარიშგების სპეციალისტის პოზიციაზე.

მას დამთავრებული აქვს თავისუფალი უნივერისტეტის ბიზნეს სკოლა (ESM).

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.